შალვა პაპუაშვილი - საქართველოს სურს და ნატო-ს წევრების ნებაც მყარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს სურს და ნატო-ს წევრების ნებაც მყარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი

საქართველოს სურს, გახდეს ნატო-ს წევრი, ასევე, მყარია ნატო-ს წევრი ორგანიზაციების ნება, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, პერსპექტივებს და ამ პერსპექტივებისთვის საფრთხის შექმნას, ამასთან დაკავშირებით ამერიკის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო აშშ ელჩსაც, რომელმაც საკუთარი გამოსვლაც კი მიუძღვნა ამ საკითხს, რათა ხაზი გაესვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება, სხვა სახელმწიფო ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში. ეს საკითხი ეხებათ ნატო-ს, როგორც ორგანიზაციასა და საქართველოს, როგორც ქვეყანას. ცნობილია ქართველი ერის ურყევი ნება, რომელიც კონსტიტუციითაც არის გამყარებული. საქართველოს სურს, გახდეს ნატო-ს წევრი. ასევე, მყარია ნატო-ს წევრი ორგანიზაციების ნება, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, აქედან გამომდინარე, ეს თავისთავად მოხდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.