შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა სვენ მიქსერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისა და საქართველო მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ანგარიშის შემუშავებაში გაწეული ძალისხმევისთვის.

„შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისთვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.