შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მხარდაჭერის გამოსახატად, საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო ორგანოში ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები.