შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს

ქართველი ხალხის პოზიცია ცხადია, რომ მათ სჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ამ კანონის საჭიროება, და მეორე, დაგვანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე. კიდევ ერთხელ, ვინმეს თუ რამე არგუმენტები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით, მსჯელობა მიდის. ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის პოზიცია ცხადია, რომ მათ სჭირდებათ ეს კანონი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.