შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს, პირიქით, ამ დანაშაულის ჩამდენი ლამის გმირად გამოგვიცხადეს
საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს ადამიანს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. 2023 წლიდან გავიდა ორი წელი და არცერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს არ დაუგმია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, პირიქით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გრიგორიადისი, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და რომელიც ადამიანს წვავდა ცოცხლად, ლამის გმირად გამოაცხადეს.
,,შეგახსენებთ, ევროკავშირის, EED-ის დაფინანსებით ორგანიზაცია „სირცხვილია“, გარდა იმისა, რომ ამ კრიმინალს რაცხავდა გმირად, ასევე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას აცხადებდა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ ინსტრუმენტს. ეს ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. არათუ ვინმემ წუხილი გამოთქვა, ან დაგმო პოლიციელზე თავდასხმა, ან ბოდიში მოგვიხადა, რომ ამას აფინანსებდა, პირიქით. ამის შედეგი არის, რომ 2023 წელს „მოლოტოვის კოქტეილი“ საქართველოს ისტორიაში პირველად გავარდა მიტინგებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან იყო ორგანიზებული. პროევროპულს ეძახიან და ამ „პროევროპულ მიტინგზე“ პირველად ისტორიაში რომ გავარდება „მოლოტოვის კოქტეილი“, ხომ უნდა დაფიქრდეს ის, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში, ქართველი ხალხის თვალში რა წარმოდგენას ქმნის ევროკავშირსა და პროევროპულობაზე, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ უთანაბრებენ ევროპულ ღირებულებებს. ზუსტად ამ არდაგმობის შედეგი იყო ის, რომ ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ შარშან, დეკემბერში იქცა უკვე ათ „მოლოტოვის კოქტეილად“. ეს ქმედებები არ დაუგმია არცერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსებივით ლამის ყოველდღიურ საკითხებს ეხმიანებიან. იცით, რატომ? შემდეგში ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ გახდეს 30. შეგახსენებთ, რომ როგორც მაშინ დაშავდნენ პოლიციელები, ამ ჯერზეც დაშავდნენ, ერთმა პოლიციელმა დაკარგა მხედველობა და ამ ხმამაღლა მოსაუბრე რომელიმე დიპლომატმა არც კი იკადრა, მოენახულებინა ეს პოლიციელი ან წუხილი გამოეთქვა. ეს აქციები ორგანიზებული იყო მათ მიერ დაფინანსებული ადამიანებისგან. ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათგან ხელფასს იღებდნენ. ერთი წუხილიც კი არ გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, ამ მხრივაც ყველაფერი გასაგებია. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა მავნე პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში სხვისი ძირის გამოთხრისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ, ამდენი წელია, ვსაუბრობთ, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.