შალვა პაპუაშვილი – საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ იმოქმედოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
„საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ, რათა თავიდან აიცილოს ომი და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.
Recognition of Ukraine’s territories as ‘independent states’ is a blatant violation of international law. Georgia stands in solidarity with #Ukraine. It is critical from international community to act resolutely to avoid war and protect fundamental principles of int. law.
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) February 21, 2022