შალვა პაპუაშვილი – საქართველო გაერო-ში 30 წლის წინ გაერთიანდა, ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაერო-ს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები
საქართველო გაერო-ში 30 წლის წინ გაერთიანდა, ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაერო-ს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
„საქართველო გაერო-ში 30 წლის წინ გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ის ფუნდამენტალური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაერო-ს დებულებაში და ხელს უწყობს საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
Georgia acceded to the @UN 30 years ago. We stand ready to continue our excellent cooperation with the UN team in Georgia to further uphold fundamental principles enshrined in the UN Charter and contribute to 🇬🇪’s sustainable and peaceful development. @ungeorgia pic.twitter.com/eDm1Di4GBY
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) July 31, 2022