შალვა პაპუაშვილი - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა დინამიკურია, სულ რამდენიმე წელიწადში მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს, რომლებიც ამ პარტნიორობას მოაქვს
შალვა პაპუაშვილი - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა დინამიკურია, სულ რამდენიმე წელიწადში მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს, რომლებიც ამ პარტნიორობას მოაქვს

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველო-ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჩინეთთან თანამშრომლობა.

„თავისი შედეგი მოაქვს როგორც ეკონომიკური სახით, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რომ, ხელშესახებია ის შედეგები, რომლებიც ამ პარტნიორობას მოაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.