შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა

კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე დალოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 2021 წლის 29 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.

პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია“, – აცხადებენ საპატრიარქოში.