შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ღირებულებების არანაირი სტანდარტი აღარ არსებობს, პოლიტიკური მიზნები აქვთ, რასაც ტექსტებს არგებენ
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ღირებულებების არანაირი სტანდარტი აღარ არსებობს, პოლიტიკური მიზნები აქვთ, რასაც ტექსტებს არგებენ

ევროპაა, რომ ადამიანის მწამებელს პოლიტიკოსი უწოდო? ეს ის PACE არის, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა, მათი მორალური სტანდარტი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ქართული ღირებულებების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, მის მიმართვას ნული ფასი აქვს.

„ამ დონემდე ვერ დავალთ, რაც სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას გულისხმობს, რაც ამ ორგანიზაციამ იკადრა. მიზეზი მარტივია – PACE სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების წევრების კრებულია და კი ვხედავთ, როგორი პარლამენტის წევრები არიან. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა საქართველოში ხალხს მაიდნისკენ მოუწოდა, ხოცვა-ჟლეტვისკენ. ეს ხალხია ზუსტად წარმოდგენილი, რომლებიც სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციას საკუთარი ინტრიგების მიღწევის ინსტრუმენტად იყენებენ. სასწაულია, რომ ამ მიმართვის ყველა აბზაცი ტყუილია, ამასაც ხომ მოხერხება უნდა. სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ღირებულებების არანაირი სტანდარტი აღარ არსებობს, პოლიტიკური მიზნები აქვთ, რასაც ამ ტექსტებს არგებენ. რაც შეეხება შინაარსს, მოლდოვაში, ორი პარტია არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხსნეს, ამ თემაზე რაიმე კრიტიკული გავიგეთ? რა მნიშვნელობა აქვს, პრორუსულია თუ პროამერიკული? მთავარია, კანონს მიღმაა თუ არა და არღვევს თუ არა კანონს? პარლამენტმა „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაზე გამოძიება ჩაატარა და ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, გადაწყვეტილებას მიიღებს. როცა „ნაცმოძრაობის“ მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გამოსარჩლებაა, რა თქმა უნდა, ასეთ პუნქტებს არანაირი ღირებულება აქვს. ვინც სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ამ მიმართვას ნული ფასი აქვს. ოღონდ, მიმართოს. ვინც კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, საქართველოსთან ყველა დამარცხდა. ვინც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში დაეჯახა, დამარცხდა. არ გვადარდებს, რომ მიმართონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.