შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან რამდენჯერაც ახალ ფორმატს მივმართეთ, იმდენი ახალი ფორმატი წარუმატებელი იყო
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან რამდენჯერაც ახალ ფორმატს მივმართეთ, იმდენი ახალი ფორმატი წარუმატებელი იყო

სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან რამდენჯერაც ახალ ფორმატს მივმართეთ, იმდენი ახალი ფორმატი წარუმატებელი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებაზე.

პაპუაშვილის თქმით, დიალოგი არ უნდა იყოს ხელოვნურ თემებზე, ნამდვილი თემები კი, პარლამენტში განიხილება.

„როცა დიალოგზე ვსაუბრობთ, ნამდვილ თემებზე უნდა ვისაუბროთ. ოპოზიცია რაღაც თემებს ხელოვნურად ქმნის და ფიქრობენ, თითქოს ამ თემებზეა საუბარი საჭირო. დიალოგს რა საკითხზე ითხოვენ? – „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებსა და მათ მიერ დაანონსებულ რეფერენდუმში გაიმარჯვა. ეს არის მოცემულობა და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. პრემიერ-მინისტრმა დღეს განცხადება გააკეთა, რომ მთავრობა თანამშრომლობისთვის მზად არის ოპოზიციის მიერ წარდგენილ მერებთან. თუ დიალოგი აინტერესებთ, დიალოგი იქნება წალენჯიხაში და ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც არის „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, მაგრამ არის ოპოზიციაც. დიალოგი საჭიროა რეალურ თემებზე და არა – გამოგონილზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა.