შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უცხოური დაფინანსებით არაკეთილსინდისიერი ჩანაწერები აღმოჩნდება ხოლმე ამა თუ იმ ანგარიშში
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უცხოური დაფინანსებით არაკეთილსინდისიერი ჩანაწერები აღმოჩნდება ხოლმე ამა თუ იმ ანგარიშში

სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უცხოური დაფინანსებით არაკეთილსინდისიერი ჩანაწერები აღმოჩნდება ხოლმე ამა თუ იმ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუნხენის კონფერენციის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ის ორგანიზაციები, რომლებმაც, სხვათა შორის, მაშინ აბსოლუტურად ყალბი ჩანაწერებით და დეზინფორმაციით გააჯერეს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში, შემდეგ ამ ორგანიზაციებმა დატოვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა, ანუ შეასრულეს თავიანთი საქმე საქართველოს დისკრედიტაციის და შემდეგ დატოვეს ორგანიზაცია. რაც შეეხება შიგნით მოყვანილ საკითხებს, ერთ მაგალითს გეტყვით, მოყვანილი აქვთ, რომ ვინაიდან ელექტრონული მთვლელები იქნება, მხოლოდ 90% მოსახლეობის მისცემს ელექტრონული მთვლელებით, ის 10% იქნება გაყალბებული. ეს იმდენად განზრახული ტყუილი არის საქართველოს წინააღმდეგ, რომ მე არ ვიცი, ამ ადამიანების პატრიოტობაზე, უკვე დიდი ხანია, ჩემი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ არაკეთილსინდისიერები რომ არიან, ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ უცხოური დაფინანსებით ასეთი არაკეთილსინდისიერი ჩანაწერები აღმოჩნდება ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ ამა თუ იმ ანგარიშში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.