შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვა „გამჭვირვალობას“, თავად კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვა „გამჭვირვალობას“, თავად კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.

პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ უბნების რვა პროცენტში იყო მეტობით დისბალანსი.

„გავეცანი „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) საბოლოო ანგარიშს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვას „გამჭვირვალობა“, თავად, კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ 8% უბნებში იყო მეტობით დისბალანსი.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან პარალელური დათვლის „მცდარი“ შედეგების გამოქვეყნებით, საზოგადოებისგან ამ ფაქტის ერთი თვის განმავლობაში დამალვით და მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, ამ „შეცდომის“ გარე, მიუკერძოებელი პირების ჩართვის გარეშე, გამოძიებით საკუთარ თავს მიაყენა, მხოლოდ მაღალი გამჭვირვალობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერებით შეიძლება გამოსწორდეს.

წარმოადგენდე სამოქალაქო სექტორს, ნიშნავს, წარმოადგენდე საზოგადოებას, რაც შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერების გარეშე. ამის გარეშე, სამწუხაროდ, მთელ ანგარიშსაც ფასი ეკარგება. ანგარიშშიც ამოვიკითხე, რომ პარალელურ დათვლის აცდენებზე საუბარი „სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და საზოგადოების ყურადღების არასწორ მხარეს გადატანის მცდელობას წარმოადგენდა“. ჩემი გულწრფელი რჩევაა, საკუთარი თავის ვიქტიმიზაციის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თავადვე სერიოზულად მიუდგეთ იმ ღირებულებებს, რომლებითაც სხვებს ზომავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

⭕ გავეცანი “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) საბოლოო ანგარიშს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

☝️სამწუხაროა, რომ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Wednesday, April 7, 2021

დატოვე კომენტარი