შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომლებმაც გადმოალაგეს უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვებიან, რომელმაც ბევრი საზოგადოება მიიყვანა კოლაფსამდე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომლებმაც გადმოალაგეს უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვებიან, რომელმაც ბევრი საზოგადოება მიიყვანა კოლაფსამდე

დუბაიში მომხდარიც ნაწილია იმ ღვარძლის და კამპანიის, რომელსაც ქართველობასთან არაფერი კავშირი არა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის პირები, რომლებიც მსგავს ქმედებებს ახორციელებენ, გარედან კარნახით იმართებიან.

„ასეთ კამპანიებს აწარმოებენ, საკუთარი თავის რეჟისორები არიან, ერთადერთი სურვილით, პროვოკაცია მოაწყონ, ეს ყველაფერი როგორმე აღბეჭდონ საკუთარ ტელეფონზე და ამით მერე თავი მოიწონონ. ესეც ხომ არაფერში ჯდება. არც ქართულ კულტურაში არ ჯდება, არც პროტესტის კულტურაში, არაფერში არ ჯდება, ეს არის უბრალოდ ადამიანობის ნიველირება და გაუქმება. ეს ჯგუფები ამას აკეთებენ გარედან კარნახით. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გაემიჯნა ყველაფერ ქართულს, გაემიჯნა ყველაფერს, რაც ჩვენი თანაცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, გადმოალაგა უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვება, რომელმაც ბევრი საზოგადოება მიიყვანა კოლაფსამდე, ეს უნდა, საერთო ჯამში, მოქალაქეების ამ ჯგუფს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.