შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ჯგუფი შემომატებული პარტიების მონაწილეობითაც მალე შეიკრიბება და საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე მუშაობას დაასრულებს
შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ჯგუფი შემომატებული პარტიების მონაწილეობითაც მალე შეიკრიბება და საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე მუშაობას დაასრულებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას აფასებს.

„პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნის 3 ძირითადი მიგნება:

პროექტი კარგია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი დაამუშავეთ და 2/3 გაითვალისწინეთო;

მართალი იყო „ქართული ოცნება“, როცა დანიელსონის პირველ დოკუმენტზე თქვა:

დოკუმენტით შემოთავაზებული 2/3-ის უმრავლესობა გადაწყვეტილების დაბლოკვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მექანიზმის გარეშე არ შეიძლებაო“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი შემატებული პარტიების მონაწილეობითაც მალე შეიკრიბება და პროექტზე მუშაობას დაასრულებს.

„სამუშაო ჯგუფი, ახლა უკვე შემომატებული პარტიების მონაწილეობითაც, მალე შეიკრიბება და დაასრულებს პროექტზე მუშაობას“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

⭕ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე ვენეციის კომისიის და ოდირის…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on პარასკევი, 30 აპრილი, 2021