შალვა პაპუაშვილი - სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას არანაირი ინტერესი არ აქვს არც რეკომენდაციების და არც მისიების მიმართ, მისი მიზანია ისტერიის ატეხა.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება გამოჩნდა. ამ დღეების განმავლობაში ისტერია ჰქონდათ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სამოქმედო გეგმას არ ამზადებენო. აღმოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, რადგან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს გრძელვადიან მისიას მოიწვევს. ესეც აჩვენებს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ არც რეკომენდაციების და არც მისიების მიმართ. მათი მიზანია, ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა და დოკუმენტების არწაკითხვა, წარმოუდგენელია. მოწვევის პროცედურა არსებობს და მისიას ორი წლით ადრე არავინ იწვევს. თებერვალში საგარეო უწყება მოწვევას პროცედურების შესაბამისად წარმართავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.