შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კომპანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელება. კოპმანმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.