შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში მესაზღვრეებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში მესაზღვრეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, N2 „ახალციხის“ სამმართველოს, N9 სექტორი „სამება“ სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, სოზარ სუბარი, ელისო ბოლქვაძე, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.