შალვა პაპუაშვილი - სამართლებრივი დოკუმენტი არის 1938 წლის რუკა, დახედონ და პასუხი გაგვცენ, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში
შალვა პაპუაშვილი - სამართლებრივი დოკუმენტი არის 1938 წლის რუკა, დახედონ და პასუხი გაგვცენ, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში

რომელი ტერიტორია არის ჩვენი და რომელი – არა, მინიმუმ ოპონენტები ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რითაც შეაფასა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, სამართლებრივი დოკუმენტი არის 1938 წლის რუკა, რაც იძლევა იმაზე პასუხს, არის თუ – არა დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში.

„ყველანი ხომ ვთანხმდებით, რომ სამართლებრივი დოკუმენტი შეთანხმებისთვის არის 1938 წლის რუკა. ეს რუკა უკვე ყველამ ვნახეთ. გახსნან გინდათ, კომპიუტერში, გინდათ ამობეჭდილს დახედონ, სად არის დავით გარეჯი და შემდეგ გაგვცენ პასუხი, არის თუ – არა დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.