შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. არ ვიცი, შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ, როგორც ვხვდები, მან ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა თავის გამოსვლაში. აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები და ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.