შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი აღარ არის, მოიქცევა ისე, როგორც დავალებების გამცემებისთვის იქნება ხელსაყრელი
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი აღარ არის, მოიქცევა ისე, როგორც დავალებების გამცემებისთვის იქნება ხელსაყრელი

სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ნების მატარებელი უკვე აღარ არის, ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია ზეწოლით და კარნახით შეიწყალა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების ნება არ აქვს.

„მოსახლეობამ ნახა, რომ ამის შესახებ უცხოელებმა იცოდნენ, როგორც შემდეგ თავად აღიარეს. ამის შესახებ წინასწარ საქართველოს მოქალაქეებმა არ ვიცოდით. როგორც ეტყვიან და როგორც ამ დავალებების გამცემებისთვის იმ მომენტში იქნება ხელსაყრელი, ზუსტად ისე მოიქცევა და არაფერი სხვა არ იქნება. მას დამოუკიდებელი ნება ასეთ გადაწყვეტილებებში არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.