შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მის საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მის საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ

სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს. საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციაზე პირების შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ ასე შემდეგ, ზურაბიშვილი არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მის საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სხვადასხვა პუნქტს რაც შეეხება, რომელიც ცხრა რეკომენდაციაშია, მათ შორის სახელმწიფო ინატიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე წინადადება იქნება, რა შეიძლება, ამ მხრივ გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე, გავაკეთებთ საკანონმდებლო დონეზე. ეროვნულ ბანკზე ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, ამ გადაწყვეტილების გამო ატეხეს ისტერია და ამ ისტერიების შედგები არის ხოლმე ეს გამოხმაურებები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რამდენად დამაზიანებელია ეს ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს გავლენას ახდენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „თურნავა როდესაც ინიშნებოდა, მაშინ ხომ არ დაიწყო ეს ისტერია“, პაპუაშვილმა განაცხადა:

„მე ვგულისხმობ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება თავად დანიშვნას, აქ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციაზე პირების შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ ასე შემდეგ. სამწუხაროდ, აქ სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, გარდა იმისა, რომ ამ საბოტაჟს, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ინატიტუტების წინააღმდეგ, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ეს ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვალდებულია, ამაზე რეაგირება ჰქონდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.