შალვა პაპუაშვილი - საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია იქნება, დიდი ალბათობით, პარასკევის ჩათვლით სხდომები გვექნება და ამ კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ
შალვა პაპუაშვილი - საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია იქნება, დიდი ალბათობით, პარასკევის ჩათვლით სხდომები გვექნება და ამ კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ

საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია იქნება, მათ შორის მიმდინარე სასესიო კვირაც საკმაოდ დატვირთული იქნება. დიდი ალბათობით, პარასკევის ჩათვლით სხდომები გვექნება და ამ კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხუთი ანგარიში იქნება წარმოდგენილი – კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიში, საქართველოს ეროვნული ბანკის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების.

„ასევე თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არის უკვე ინიცირებული კანონპროექტები. იცით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეტად ასახვის კუთხით, რამდენიმე კვირის წინ კანონპროექტის ინფიცირება მოხდა და ამას განვიხილავთ. ასევე ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტი იქნა ინიცირებული და მიმდინარე სასესიო კვირაში ესეც განხილული იქნება. ამის გარდა, ჩვენ გვექნება ასევე ევრო გადახდის სისტემასთან მიერთებისთვის საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ესეც ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.