შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, არადა, გარეთ 2021 წლის გიორგობაა
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, არადა, გარეთ 2021 წლის გიორგობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება.

საუბარია ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – 928 004 მოქალაქის ხმა (48%);

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები – 824 755 მოქალაქის ხმა (47%).

ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიის და ხალხის არჩევანის საკითხებზე.

არადა, გარეთ 2021 წლის გიორგობაა, რასაც გულით გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი