შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის საკითხზე როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის საკითხზე როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება

„ენჯეოების“ მხრიდან თავიდანვე იყო მცდელობა, ოპოზიციასთან ერთად დაესახელებინათ სახალხო დამცველობის კანდიდატები და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ მოხერხდება შეთანხმება და სახალხო დამცველის არჩევა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თებერვალში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, შევძლებთ ამ კონსულტაციების შედეგად მივაღწიოთ შეთანხმებას და ავირჩიოთ სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ეს პროცესი თავიდანვე იყო „ენჯეოების“ მხრიდან მცდელობა, რომ დაესახელებინათ კანდიდატები ოპოზიციასთან ერთად და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ. ამდენი თვე სექტემბრიდან მოყოლებული, მთელი ეს პროცესი იყო ულტიმატუმის ბაზაზე. „ენჯეოები“, რომლებმაც დაასახელეს კანდიდატები, სხვა გასაუბრებებს არც კი ესწრებოდნენ. იმ გასაუბრებებზე, სადაც მათი კანდიდატები მონაწილეობნენ, მოდიოდნენ, რათა ლობირება მოეხდინათ ამ კანდიდატების და თუ არ ვცდები, კითხვებასაც კი არ უსვამდნენ. სხვა კანდიდატების მიმართ ინტერესიც კი არ გამოუჩენიათ არც მათ და არც ოპოზიციას. თავიდანვე თქვეს, რომ არის ეს კანდიდატები, უნდა დაეყოლიებინათ უმრავლესობა და უნდა ჩაეშალათ პროცესი. ჩვენ თავიდანვე ვამობდით, რომ ეს პროცესი ვერ იქნება ის, რომ უმცირესობამ დაიყოლიოს უმრავლესობა. იყოს შეთანხმების პროცესი და როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, გარწმუნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.