შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ბრძანებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ბრძანებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ბრძანებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ბრძანებაში გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც მოხდება სახალხო დამცველის შერჩევა.

შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტი დღეს ოპოზიციურ პარტიებს წარუდგინა.

„შეთანხმებულია ბრძანების ტექსტი, რომელიც გულისხმობს ფორმალური მოთხოვნებს კანდიდატებისთვის, რათა განაცხადები შემოიტანონ. შეფასების კომისია, რაც სამომავლოდ შეიქმნება, კანდიდატებს შეაფასებს. ეს შეფასება მათ რაიმე ფორმით დაბლოკვას არ გულისხმობს. ყველა კანდიდატი, რომელიც ფორმალურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს მოხვდება პარლამენტში და პარლამენტი მათ შესახებ იმსჯელებს. თავად შეფასების კომისიასთან დაკავშირებით კიდევ კონსულტაციები კიდევ გაიმართება. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე იტყვის, ვინ იქნება წარმოდგენილი კომისიაში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.