შალვა პაპუაშვილი – საჯაროდ კელი დეგნანს არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში სანქციებს ითხოვდა, დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი

12:30, 10.03.2025

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაც ხდებოდა, მგონი, ყველასთვის ნათელია – როგორ მოხდა ამ ურთიერთობების დაზიანება, რა იყო ამის წინაპირობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საჯაროდ კელი დეგნანს არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში სანქციებს ითხოვდა. პაპუაშვილის განცხადებით, დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, რაზეც, მისივე თქმით, ნელ-ნელა იქნება საუბარი.

„წინაპირობა იყო მარტივი. ერთ ცუდ დღეს, მაშინ, როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ თურმე რასაც მანამდე მოგვიწოდებდნენ, რომ არ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ გადაიფიქრა და მოგვიწოდა ესკალაციისკენ. მოვყევი კიდეც ერთი ისტორია, რომელიც შეეხება ყოფილ ელჩს, რომელიც ამ შენობაში, პარლამენტში, ჩემს ოთახში რუსეთისკენ ესკალაციისკენ გვიბიძგებდა იმით, რომ სანქციების დაწესებას ითხოვდა.

საჯაროდ კელი დეგნანს არასდროს უთქვამს, რომ სინამდვილეში ითხოვდა სანქციებს. დახურულ კარს მიღმა ზუსტად ამას აკეთებენ და ცოტა მეტსაც, ნელ-ნელა ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი. სანქციების მიღმა კიდევ რა მოთხოვნები იყო – ნაწილზე ითქვა, თუმცა სხვა ნაწილებიც არის, რომელიც ასეთ საუბრებში პირდაპირ იყო წაქეზება ესკალაციისკენ და, შესაბამისად, ომისკენ. ის, რომ თავი არ დავუხარეთ და მარიონეტის როლი არ შევასრულეთ, „პროქსი ომში“ არ ჩავერთეთ, ამის გამო გაფუჭდა ურთიერთობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი