შალვა პაპუაშვილი - საინტერესოა, ვისი ფულით დადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ
საზოგადოებას აჩვენონ, ვისი ფულით დადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხი საინტერესოა.
„გახსოვთ, თავის დროზე ლუსტრაციის კანონის მიღება უნდოდა ხალხს, რათა გამოვლენილიყო, უცხო ქვეყნის გავლენას ვინ ახორციელებს საქართველოში. თავად ლუსტრაციის მოსიარულე კანონები არიან – პირდაპირ ჩანს, რომ არიან ზუსტად იმ დედაქალაქებში, რომლებიც ცდილობენ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლას და ჩანაცვლებას მათთვის სასურველი მარიონეტული ხელისუფლებით. სხვათა შორის, სხვა საკითხია, ვისი ფინანსებით დადიან, ესეც საინტერესოა. ამაზე ილაპარაკონ, ქართველი პოლიტიკოსები რომ არიან და სხვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ. აჩვენონ საზოგადოებას გამჭვირვალედ ან ბილეთი როგორ იყიდეს, ან იქ განთავსება ვინ გადაიხადა, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.