შალვა პაპუაშვილი - საია-ს აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს
შალვა პაპუაშვილი - საია-ს აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს

საია-ს აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს, – წერს „ფეისბუქში“ განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი აზიარებს საია-ს განცხადებას, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.

შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ, საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

⭕ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 21 აპრილი, 2021