შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, IFRI-ის დირექტორ თომა გომარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი უსაფრთხოებასა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოწვევებზე, ამ მიზნით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.