შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში რასაც ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მოიმკის.
შალვა პაპუაშვილი აზიარებს ფოტოს, რომელზეც არიან საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი შერაზ გასრი, აგრეთვე გიორგი კანდელაკი და კიდევ რამდენიმე პირი.
„არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი – სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.
ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.