შალვა პაპუაშვილი – საერთო ღირებულებების, ინტერესების პატივისცემა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს

18:54, 24.03.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საერთო ღირებულებებისა და ინტერესების პატივისცემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ამის შესახებ პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს – დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. საერთო ღირებულებებისა და ინტერესების პატივისცემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი