შალვა პაპუაშვილი - საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ცესკოს-თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიციას, ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის ერთადერთი ღირებულება აქვს, რამენაირად ჩამოიცილონ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ცესკოს-თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიციას, ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის ერთადერთი ღირებულება აქვს, რამენაირად ჩამოიცილონ თავმჯდომარე

საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ცესკოს-თავმჯდომარის ე.წ. ოპოზიციური მოადგილის პოზიციას. ოპოზიციისთვის ამ თანამდებობას ერთადერთი ღირებულება აქვს, იქნებ რამენაირად ჩამოიცილონ თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომლითაც ცესკო-ს დაკომპლექტების წესი იცვლება, მათ შორის უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

„საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ე.წ. ოპოზიციური მოადგილის პოზიციას. ე.წ. ოპოზიციურ მოადგილეს არანაირი დამატებითი ფუნქცია არ აქვს, ვიდრე სხვა წევრს. ამ სტატუსის ერთადერთი ამოცანაა, იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე არ არის, შეასრულოს მისი მოვალეობა. ოპოზიციური მოადგილის გაუქმებით არაფერი იცვლება ამ მოადგილისთვის, პარტიისა და ოპოზიციისთვის ცესკო-ში. როგორც ჰქონდა ერთი ხმა 17 ადამიანში, ისე ექნება ერთი ხმა. რამე რომ მოხდეს და ცესკოს-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, უნდა ჩახტეს მის სავარძელში და შეასრულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ეს არის ერთადერთი, რაც იცვლება.

ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის ერთადერთი ღირებულება აქვს, იქნებ რამე მოხდეს და თავმჯდომარე რაიმენაირად ჩამოიცილონ, რათა ხელში ჩაიგდონ თავმჯდომარის თანამდებობა და შემდეგ არჩევნები ჩაატარონ. ეს ცვლილებები თავის დროზე როცა შევიტანეთ, ოპოზიციური მოადგილე დანიშნა „ლელომ“ სხვა რადიკალებთან შეთანხმებით და გახსოვთ, ოპოზიციამ რამდენჯერმე ჩააგდო თავმჯდომარის არჩევა, რომლისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო. შემდეგ შევცვალეთ კანონმდებლობა და ჩავწერეთ, რომ თავმჯდომარეს გაგრძელებოდა უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ იქნებოდა. ერთი წლის წინ რომ არ შეგვეცვალა და ეს დებულება არ ჩაგვეწერა, დღეს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი უკვე იქნებოდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. რაც მოხდება შემდეგ, ჰკითხეთ „ლელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.