შალვა პაპუაშვილი - საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა
შალვა პაპუაშვილი - საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა

საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სტატუსის მიღების პირობა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, როგორც სტატუსის შენარჩუნების პირობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ენიჭება.

„საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სტატუსის მიღების პირობა, ხოლო უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში, როგორც სტატუსის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად, სამივე ქვეყნის ამოცანაა ამ პირობების დაკმაყოფილება, იმისთვის რომ კანდიდატობის სტატუსი იყოს პირობების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ამ ისტორიულ მომენტში. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციის ნაწილისთვის სენად ქცეული რადიკალიზმი, მათ ამ ისტორიის დანახვის შესაძლებლობას უზღუდავს და ხელს გვიშლის ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი