შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო რეფორმის პროექტის გუშინდელმა განხილვებმა აჩვენა, რომ პრინციპები, რომლებზეც შევთანხმდით, არის საერთო
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო რეფორმის პროექტის გუშინდელმა განხილვებმა აჩვენა, რომ პრინციპები, რომლებზეც შევთანხმდით, არის საერთო

საარჩევნო რეფორმის პროექტის გუშინდელმა განხილვებმა აჩვენა, რომ პრინციპები, რომლებზეც შევთანხმდით, არის საერთო. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი კომიტეტების მოწონებასაც დაიმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის საკომიტეტო დღეს გაგრძელდება.

„დღეს გრძელდება საკომიტეტო მოსმენები. იქნება სავალდებულო კომიტეტები და ბოლოს იურიდიულ კომიტეტზე მოხდება განხილვა. იცით, რომ ეს პროექტი არის ის ტექსტი, რომელიც შეთანხმდა პარტიებს შორის, ის ტექსტი, რომელიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. გუშინდელმა განხილვებმა გვაჩვენა, რომ პრინციპები, რომელზეც შევთანხმდით, არის საერთო, აქედან გამომდინარე, ეს პროექტი დარწმუნებული ვარ, კომიტეტების მოწონებასაც დაიმსახურებს და მომავალ კვირას უკვე პირველი მოსმენით მივიღებთ პლენარულ სხდომაზე.
პირველი მოსმენით საკომიტეტო მოსმენები დღეს დასრულდება.

რაც შეეხება თავად რეფორმას, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 19 აპრილის შეთანხმება. რამდენიმე სარეფორმო პუნქტია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პარტიებს შორის შეთანხმებაში და პარტიებს შორის კონსულტაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად ავსახეთ ამ პროექტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.