შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს თუ აქვთ შენიშვნა, ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს თუ აქვთ შენიშვნა, ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ

ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ტექნოლოგიებს აბსოლუტური თანხვედრაა. არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, მმართველი გუნდის დათქმაა, რომ „საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება იმ პარტიებს ექნებათ, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმიდან საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში გადავლენ და პარლამენტში შევლენ“.

„ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი კრიტიკული მოსაზრება აქვს. ეს გასაგებია, მაგრამ როგორც საარჩევნო სისტემა, ასევე ადმინისტრაციების დაკომპლექტება არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხი, ამიტომ მასზე შეთანხმებას სხვა ფორმატი სჭირდება – პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რომ პარლამენტში შემოდიან და იღებენ მანდატს, რომელიც მათ აქვთ. ეს საექსპერტო საკითხი არ არის, ეს პოლიტიკური საკითხია. თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და საკუთარი მოსაზრებები, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ. არ არის არანაირი პრობლემა. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ, რომ მათი ამომრჩევლის ინტერესი წარმოდგენილი იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი