შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის საკითხი უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა, ბარიერი არ უნდა დავადგინოთ იმის მიხედვით, რა მოსწონს ან არ აწყობს რომელიმე პარტიას
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის საკითხი უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა, ბარიერი არ უნდა დავადგინოთ იმის მიხედვით, რა მოსწონს ან არ აწყობს რომელიმე პარტიას

საარჩევნო ბარიერის საკითხი უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმის მიხედვით, რომელიმე პარტიას რა მოსწონს ან არ მოსწონს, აწყობს ან არა, არამედ უნდა ეფუძნებოდეს, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ ამ კონტექსტში მსჯელობს.

„პლურალიზმის საუკეთესო სტანდარტია, რომ 5 პროცენტამდე ყველა საარჩევნო ბარიერი უზრუნველყოფს სათანადო პლურალიზმს. რამდენი უნდა იყოს სააარჩევნო ბარიერი, საკითხი უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ოპოზიციის განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა არის ოპოზიციაში განხეთქილებისთვის, ეს პოზიცია არ არის სწორი. გამოდის, რომ კონსტიტიციური ცვლილება მორგებული უნდა იყოს რომელიღაცა პარტიას?

საარჩევნო ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიას რა მოსწონს ან არ მოსწონს, აწყობს ან არა, არამედ უნდა ეფუძნებოდეს, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის და სტაბილური უმრავლესობისთვის. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ კონტექსტში მსჯელობს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, განცხადებები, რომ პატარა პარტიებს ერთი აწყობთ, სხვა მეორეს, ეს არის კონსტიტუციის პროცესის გამრუდება, როდესაც ცალკეული პარტიების პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე კონსტიტუციაში რაღაც რიცხვის დაფიქსირება ხდება“, – გააცხადა შალვა პაპუაშვილმა.