შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა, რომ პროვოკაციაზე არ წასულიყო, ეს პროვოკაცია კი აწყობს რუსეთს
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა, რომ პროვოკაციაზე არ წასულიყო, ეს პროვოკაცია კი აწყობს რუსეთს

რთული იყო იმის დაჯერება ამხელა პროვოკაციაზე თუ წავიდოდნენ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა”. არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში მისი გამოჩენა და შემოსვლა არის პირდაპირი პროვოკაცია და იერიშის მიტანა სახელმწიფოზე, არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ამ ყველაფერზე სახელმწიფოს ჰქონდა სწორი რეაქცია და სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება აღიკვეთა.

„მიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ თქვა ტყუილად, მგელი, მგელიო, როცა საქართველოში მართლა შემოვიდა, სხვათა შორის, ეს ისტორია მაინც და მაინც მის მომხრეებსაც არ სჯერათ. რთული იყო იმის დაჯერება ამხელა პროვოკაციაზე თუ წავიდოდნენ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა”. არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში მისი გამოჩენა და შემოსვლა არის პირდაპირი პროვოკაცია და იერიშის მიტანა სახელმწიფოზე, არჩევნებზე. რთული იყო წარმოდგენა, რომ ამ დონეზე წავიდოდნენ პროვოკაციაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზღვარი არ არსებობს მათთვის, რომ ებრძოლონ საკუთარ ქვეყანას და სიმშვიდეს. მთავარია, რომ ამ ყველაფერზე სახელმწიფოს ჰქონდა სწორი რეაქცია. აღიკვეთა სააკაშვილის ეს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და თავის დანაშაულებს კიდევ ერთი დაამატა. ვიდეოები ზედაპირული, ვიზუალური აღქმით არ ჰგავდა რეალურ ვიდეოებს, რადგან ჩანდა, რომ ეკრანიდან გადაღებული იყო და ეჭვებს იწვევდა. მთავარია, რომ სახელმწიფოს ვითარება კონტროლის ქვეშ ჰქონდა, ეფექტური ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს უპრობლემოდ მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ, რომ ასეთ პროვოკაციაზე არ წასულიყო, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ ეს მაინც გააკეთა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის, რომ მისი სიტყვის არ გვჯეროდა, ამ თვალსაზრისით დაარღვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა, რომ პროვოკაციაზე არ წასულიყო და ეს პროვოკაცია რუსეთს აწყობს.

„მთავარია, რომ გელაშვილის და გირგვლიანის საქმეები აღსრულდა. უკრაინის მოქალაქემ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მის სხვა დანაშაულებს რომ თავი დავანებოთ. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი ფარისევლობა ის არის, რომ მათი მხრიდან გუშინ რა გეგმაც იყო, საერთო ჯამში, ეს იყო პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, თუ გავაანალიზებთ, რა იყო მათი ამოცანა – ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა. ვის აწყობს, ეს სიტუაცია საქართველოში? სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა, რომ პროვოკაციაზე არ წასულიყო, ეს პროვოკაცია ვის აწყობს, რუსეთს. აქედან დასკვნა, თუ რუსეთს რამე აწყობს, არის საქართველოში სააკაშვილის მალულად შემოპარვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.