შალვა პაპუაშვილი - ველოდები, სააკაშვილის განცხადებებს როდის გამოეხმაურებიან კორუფციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დაარქმევენ თავის სახელს, რომ ეს არის კორუფცია
შალვა პაპუაშვილი - ველოდები, სააკაშვილის განცხადებებს როდის გამოეხმაურებიან კორუფციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დაარქმევენ თავის სახელს, რომ ეს არის კორუფცია

ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ. როგორც ჩანს, ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ფაქტობრივად ფაქტები დაადასტურა.

„დაადასტურა ის, რომ საკუთარი შვილის საფასური გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კოსმეტიკური ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხებს იხდიდა. ფაქტობრივად, ყველა ის ხარჯი დაადასტურა, რომელიც გაწეული იყო. ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი, აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები, ამას როდის გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.