შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, რაიმე დამატებითი პროცედურები საჭირო არ არის, განაჩენი უნდა აღსრულდეს
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, რაიმე დამატებითი პროცედურები საჭირო არ არის, განაჩენი უნდა აღსრულდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს და დამატებითი პროცედურები საჭირო არ არის.

პაპუაშვილის თქმით, კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და სააკაშვილს შეეძლება, საკუთარი უფლებები სრულად დაიცვას.

„რამდენიმე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ვხედავთ, მას არ აქვს არანაირი პრეტენზია ციხეში მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, მის წინააღმდეგ არსებობს ორი განაჩენი, რომელიც არის კანონის ძალაში შესული, ამიტომ რაიმე დამატებითი პროცედურები საჭირო არ არის, ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს.

არის ორი საქმე რომელზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, და რათქმაუნდა, მას შეეძლება, საკუთარი უფლებები სრულად დაიცვას. გარდა ამისა, მან საკუთარი შემოპარვით ამ ქვეყანაში დაიმატა კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ეხება საზღვრის უკანონო კვეთას. ამ საკითხზეც იქნება სამართლიანი განხილვა და სასამართლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.