შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის პრეზიდენტობისას კეზერაშვილმა ჯარს მოჰპარა ფული, დანაშაულებრივად დაგროვილი ქონებით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის პრეზიდენტობისას კეზერაშვილმა ჯარს მოჰპარა ფული, დანაშაულებრივად დაგროვილი ქონებით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში

დანაშაულებრივად დაგროვილი ქონებით დავით კეზერაშვილი, მისივე აღიარებით, ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, ქართულ მედიასა და არასამთავრობო სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თთქმით, დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართულ ჯარს ფული მოჰპარა და ქონება დააგროვა.

„ეს ერთი ჯგუფის ნაწილია, რომელმაც საქართველოში კორუფციისა და ადამიანების წამების სისტემა შექმნეს. ამ მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთისგან განუყოფელი არიან იმ დაგროვილი ქონებით, რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დააგროვებინა. სწორედ დანაშაულებრივად დაგროვილი ქონებით დავით კეზერაშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, ქართულ მედიასა და ქართულ არასამთავრობო სექტორში, მისივე აღიარებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.