შალვა პაპუაშვილი - რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ
შალვა პაპუაშვილი - რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც 16-17 აპრილს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი აქტორების მიერ ფინანსდებიან.

„არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ აქციის ორგანიზატორები და გახსოვთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთაველზე მყოფ ხალხს კანცელარიისკენ წასვლისკენ მოუწოდეს, რაც იყო პირდაპირი წაქეზება ძალადობისკენ. ეს იყო პირდაპირი წაქეზება იმისა, რომ ყოფილიყო ძალადობის პროვოცირება. ასე რომ, ეს უპასუხისმგებლობაც არის „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც რამდენიმე უცხოელი აქტორისგან ფინანსდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.