შალვა პაპუაშვილი რუანდის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი რუანდის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, რუანდის სენატის პრეზიდენტს, აუგუსტინ იამურემიეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე. გამოიხატა პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა.

„შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა საერთაშორისო დონეზე აღიარებული რეფორმები და გამოხატა ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და არაღიარების პოლიტიკაზე.

შეხვედრა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.