შალვა პაპუაშვილი - როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო მიღწევებით
შალვა პაპუაშვილი - როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო მიღწევებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატო-საქართველოს კომიისის სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„საინტერესო დისკუსია გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიაზე, ბრიუსელის შტაბ-ბინაში, საგანგაშო რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო მიღწევებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, შეხვედრები გამართა. დღეს დელეგაციამ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.