შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, „ლელოს“ და გახარიას კონსულტაცია აქვთ, ერთიანი კანდიდატებით იყვნენ, საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როდესაც ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვა

16:02, 03.08.2025

ვხედავთ, რომ ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორი აპირებს მონაწილეობას, ორი უარს ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღოს. „ლელოს“ და გახარიას, როგორც ჩანს, კონსულტაცია აქვთ, ერთიანი კანდიდატებით იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „გახარია-ხაზარაძემ იციან, რომ მათი საქმიდან „კარგი არაფერი გამოვა“.

„როდესაც შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას, ვნახავთ, რომ, ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე – ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როდესაც ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი არაფერი რომ არ გამოვა, მგონი, მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი