შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ეუთო-ს ანგარიში იმედგაცრუებაა ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოებისთვის, ვინაიდან ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ მეორე დღისთვის
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ეუთო-ს ანგარიში იმედგაცრუებაა ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოებისთვის, ვინაიდან ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ მეორე დღისთვის

ყველა, მათ შორის ოპოზიციაც თავად ადასტურებს, რომ არის უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, ოპოზიცია შფოთავს კიდეც ამაზე. უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო დაადასტურა ეუთო/ოდირის ანგარიშმაც, რომელიც მოიცავს არჩევნებამდე პერიოდს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ში პირდაპირ თქვეს, რომ არანაირი სისტემური პრობლემები არ არის.

„როგორც ჩანს, ეუთო-ს ანგარიში იმედგაცრუებაა ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ისინი ემზადებიან სინამდვილეში არა არჩევნებისთვის, არამედ მეორე დღისთვის, ამისკენ ცდილობენ სხვადასხვა გზით მისვლას. ეცდებიან, შექმნან ყალბი აღქმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მედიის შევიწროებაზე, ძალადობრივ გარემოზე, რომელზეც ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არსად არ არის პრობლემა. ახლა იქნებ ასეთი აღქმა შეუქმნან საერთაშორისო დამკვირვებლებს. ამ სცენარში ეწერება ის განცხადება, რომელიც  მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან. როგორც ჩანს, მათ აქვთ მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა მეთოდებითაც იგეგმება საზოგადოებაში ისტერიის შემოტანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.