შალვა პაპუაშვილი – როდესაც ესა თუ ის ადამიანი ღალატის გზაზე დადგება, იმ საქმიდან არაფერი გამოდის, ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ გამოვა

12:35, 14.04.2025

როდესაც ესა თუ ის ადამიანი ღალატის გზაზე დადგება, იმ საქმიდან არაფერი გამოდის, ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ გამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

„ახალი არ არის, დიდი ხანია, იმ კინოს ვუყრებთ, სადაც არის როგორც თვალთმაქცობის, ასევე შეუმდგარობის ელემენტი სხვადასხვა ჯგუფში. ეს ყველაფერი მათი და მათი მხარდამჭერების პრობლემაა. პასუხი მარტივია – როცა ესა თუ ის ადამიანი ღალატის გზაზე დადგება, იმ საქმიდან არაფერი გამოდის. ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ გამოვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი