შალვა პაპუაშვილი - როცა უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები მედიის დამოუკიდებლობაზე იტყვიან რამეს, გავიხსენოთ, რომ სიტყვა არ დაუძრავთ, როცა რადიკალური ოპოზიცია, მისი მოკავშირე „ენჯეოები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საკუთარი დღის წესრიგისადმი დაქვემდებარებას ცდილობდნენ
მომავალში, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები თუ დიპლომატები მედიის დამოუკიდებლობაზე იტყვიან რამეს, გავიხსენოთ, რომ არც ერთს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მისი მოკავშირე „ენჯეოები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისადმი დაქვემდებარებას ცდილობდნენ, მის შენობაში ძალით იჭრებოდნენ და მის ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, „სოციალური ცენტრის სამართლიანობის“ განცხადება კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რა ელოდება დამოუკიდებელ მედიას რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
„მომავალში, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები თუ დიპლომატები მედიის დამოუკიდებლობაზე იტყვიან რამეს, გავიხსენოთ, რომ არც ერთს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მისი მოკავშირე „ენჯეოები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისადმი დაქვემდებარებას ცდილობდნენ, მის შენობაში ძალით იჭრებოდნენ და მის ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ. ეს განცხადება კი კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რა ელის დამოუკიდებელ მედიას რადიკალური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. ყველასთვის გამოინახება თითო ტყავის ლაბადიანი „დრუჟინიკი“, – წერს პაპუაშვილი.