შალვა პაპუაშვილი - როცა შუაგულ ევროპაში ომი მიდის, ვხედავთ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით რისკებისგან დაზღვეულია
შალვა პაპუაშვილი - როცა შუაგულ ევროპაში ომი მიდის, ვხედავთ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით რისკებისგან დაზღვეულია

ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს ფორმალისტურად არ უნდა ვუყურებდეთ, მაგრამ თავად ფორმალურად უყურებენ იმას, ორგანო შეიკრიბება თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, მთავრობა იყოს მუდმივად განხილვის რეჟიმში საქართველოს უსაფრთხოების რისკებზე.

„უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ოპერატიულ დონეზე მიმდინარეობს არა მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა, არამედ დამატებით სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად შეკრება და მუშაობა, საკითხების განხილვა. მთავარია, მთავრობა იყოს მუდმივად განხილვის რეჟიმში საქართველოს უსაფრთხოების რისკებზე. ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი უსაფრთხოების საბჭო არის საქართველოს მთავრობა, ის არის მთავარი ორგანო, რომელიც ზრუნავს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით უსაფრთხოებაზე და ამის დაყვანა იმ დონემდე, მოხდა თუ არა მოწვევა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა, სათათბიროა პრემიერ-მინისტრის. ოპოზიციის ნაწილი პრემიერს მოუწოდებს, თავისი სათათბირო ორგანო როდის შეკრიბოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერი თავად განსაზღვრავს, თავისი სათათბირო ორგანო როდის შეკრიბოს.

„როცა შუაგულ ევროპაში ომი მიდის, ვხედავთ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით რისკებისგან არის დაზღვეული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.