შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიანე ტრიბუნიდან საუბრობს რუსული აქცენტით ინგლისურად და ზუსტად იმ ნარატივით, როგორც თავის დროზე მოსკოვი ელაპარაკებოდა ქართველებს
რასა იუკნევიჩიანე ტრიბუნასთან როცა დგება, რუსული აქცენტით ინგლისურად საუბრობს და ზუსტად იმ ნარატივით, როგორც თავის დროზე მოსკოვი ქართველებს ელაპარაკებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბალტიის ქვეყნებმა საბჭოური მეთოდები კარგად შეითვისეს და პარტიული ინსტრუქტორის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს.
„განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები ყველაფერ საბჭოურს გაემიჯნენ და ეს პერიოდი ოკუპაციად აქვთ გამოცხადებული, თუმცა სამწუხაროა, რომ, რატომღაც, საბჭოური მეთოდები კარგად შეითვისეს და პარტიული ინსტრუქტორის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.